Sunday, June 17, 2018

მერვე დღე

           დღეს მთავრდება ჩვენი ტრენინგი.ეს ტრენინგი ჩემთვის საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა რომ გამოცდილება მქონდა ისტ-ის გამოყენებისა,ამ ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლე. რაც დრო გადის უფრო მეტად ვფიქრობ და ვრწმუნდები რომ დღეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს. ეს არის საშუალება იმისა,რომ მეც და მოსწავლეებმაც მივიღოთ უამრავი ინფორმაცია, როგორც ტექსტური ასევე ვიზუალური და ხმოვანი რესურსებით.                 ტრენინგები მიმდინარეობდა საინტერესოდ. დამეხმარა მივიწყებული ცოდნის გახსენებაში. არ ვიცოდი ბლოგის შექმნა და ამ ტრენინგმა მომცა საშუალება შემექმნა ბლოგი. ვისწავლე ანიმაციების შექმნა. დიდი მადლობა ყველაფერ ამისთვის ჩვენს თრენერს ქალბატონ შორენა მიქაბერიძეს.

Sunday, June 10, 2018

გავაკეთე გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილი  თემა არის "სვეტოვანი დიაგრამა და პიქტოგრამა" გავაკეთე გაკვეთილთან დაკავშირებული რესურსები რომელიც დამეხმარება მეც და მოსწავლეევბსაც გაკვეთილის სრულფასოვნად ჩატარებაში.